იყიდება AI პლატფორმა - ქართულის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი პლატფორმა.
Tbilisi
other
sell
იყიდება: tergiuni.ge — ქართულის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი AI პლატფორმა
თერგი (tergiuni.ge) — არის სრულად ქართულენოვანი პლატფორმა, რომელიც ეხმარება მე-12 კლასელებსა და აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდისთვის მომზადებაში.
პლატფორმა სთავაზობს:
- AI-ზე დაფუძნებულ ესეს შემმოწმებელს — მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე და მიიღოს ავტომატური შეფასება/უკუკავშირი (საკმაოდ აკურატულია)
- წაკითხულის გააზრების ტესტებს
- რედაქტირების სავარჯიშოებს
- იმიტირებულ გამოცდებს
- ექსპერტების მიერ დაწერილ ბლოგ სექციას
- აბიტურიენტების ქომუნითის (Telegram ჩანელი 100-ზე მეტი ბავშვით)
თერგი დაახლოებით 6 თვე-1 წელია მუშაობს და უკვე 3000-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა პლატფორმაზე. ბიზნეს მოდელი გამოწერაზეა აწყობილი — ანუ მომხმარებელი იხდის რეგულარულად, ეს არ არის ერთჯერადი გაყიდვა. საინტერესოა, რომ ბიზნესს გამოკვეთილი სეზონურობა აქვს: როცა გამოცდების პერიოდი უახლოვდება და მარკეტინგშიც აქტიურად ჩაერთვები, თვიური შემოსავალი 1000 ლარს აჭარბებს.
ტექნიკურად პლატფორმა Supabase-ზეა აწყობილი (ბაზა და ბექენდი), და ანალიტიკაც უკვე ჩართული და მოქმედია — ანუ მყიდველს არ მოუწევს ნულიდან დაწყება, ყველაფერი გაზომვადია და ცხადია, საიდან და როგორ მოდის ტრეფიკი და გამომწერები.
რატომ არის საინტერესო ეს ბიზნესი
- **ნიშური, კარგად განსაზღვრული აუდიტორია** — ყოველწლიურად ათასობით აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის საქართველოში
- **AI-კომპონენტი** უკვე ინტეგრირებულია პროდუქტში (ესეს შემმოწმებელი) — მზა ტექნიკური საფუძველი შემდგომი გაფართოებისთვის
- **განმეორებადი შემოსავლის მოდელი** (subscription), არა ერთჯერადი გაყიდვები
- **სივრცე ზრდისთვის**: სხვა საგნების დამატება, სკოლებთან/მასწავლებლებთან პარტნიორობა, მარკეტინგის სისტემატიზაცია სეზონურობის მოსანელებლად
რა შედის გარიგებაში
- დომენი: tergiuni.ge
- სრული კოდბაზა
- Supabase-ის მონაცემთა ბაზა (მომხმარებლების მონაცემები, კონტენტი)
- ანალიტიკის მონაცემები/დაშბორდი
- სხვა დეტალები
📩 დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მეტი დეტალისთვის

Saba