იყიდება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი კომერციული ფართი ახმეტაში
Akhmeta
winery
🏛 ახმეტის არქიტექტურული მარგალიტი — ძველი ქარხნის კომპლექსი, რომელიც ახალ სიცოცხლეს ელის...
ქალაქ ახმეტის გულში, ორ ცენტრალურ გზას შორის, მდებარეობს ისტორიული არქიტექტურის ნიმუში — ყოფილი საკონსერვო ქარხნის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც თავისი სტილითა და მასშტაბით სასახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ძველი კომუნისტური ეპოქის მონუმენტური არქიტექტურა, სიმყარე და გეომეტრიული სიმწყობრე — ეს ის ატმოსფეროა, რომელიც უკვე აღარ გვხვდება თანამედროვე ნაგებობებში.
📐 ჯამური შენობა-ნაგებობა: დაახლოებით 6,500 მ².
🌳 ეზოს საერთო ფართობი: 25,000 მ² (არასასოფლო).
ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ბეტონის გალავნით, ფასადი გზის პირზე — 320 მეტრი. ეზო მოპირკეთებულია ქვაფენილით, გამწვანებულია დეკორატიული და წიწვოვანი ხეებით. ოდესღაც აქ ფუნქციონირებდა ფანტანი, რომლის ადგილი დღესაც ინარჩუნებს თავის ელეგანტურ კონტურს და დღესაც კი ეტყობა ძველი დიდების კვალი...
მთავარ კომპლექსში განთავსებულია:
_ ორ სართულად განლაგებული სასტუმრო 14 ნომრით, თითოეული სველი წერტილით;
_ ნაწილობრივ დასრულებული საუნა ბუხრით;
_ სრულად აღჭურვილი რესტორანი თავისი დანადგარებით;
_ და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები: სასაწყობე-თუ სამეწარმეო ფართები, ნაწილი საჭიროებს კოსმეტიკურ განახლებას, ნაწილი კი შესაკეთებელია სრულად.
_ სასწორი დიდი მანქანის მიმღები - უზრუნველჰყოფდა ყურძნის-ხილის მიღებას დიდი მანქანებით.
⚙️ ინფრასტრუქტურა: ყველა კომუნიკაცია ადგილზეა:
ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა, სახელმწიფო კანალიზაცია, წყალი თავისი რეზერვუარებით, საკუთარი 3-ფაზიანი 500 კვტ. ტრანსფორმატორი — რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსხვილ საწარმოს იმუშაოს შეუფერხებლად.
🌟 ინვესტიციის შესაძლებლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და
რად შეიძლება გადაიქცეს ეს ადგილი:
◾ სასტუმროდ ან ღვინის ქარხნად, სადეგუსტაციო მარნითა და ბუტიკ-რესტორნით, რომელიც აერთიანებს სტუმარმასპინძლობასა და მეღვინეობას;
◾ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ უბნად დეველოპერული განვითარებისათვის საცხოვრებელი სივრცეებითა და კომერციული ზონებით;
◾ ტურისტულ - რეკრეაციულ კომპლექსად, გასართობ - დასასვენებელ ცენტრად — სპა, აუზი, ტერასები და სასტუმრო კომპლექსი ძველი საბჭოთა ელემენტებით