For Sale: Agribusinesses in Marneuli
3,000,000 GEL
Marneuli
agriculture
🌿 ექსკლუზიური შეთავაზება — იყიდება / განიხილება ინვესტირება მოქმედ, სრულად აღჭურვილ სათბურის მეურნეობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში!
📐 მიწა და სათბური
მიწის საერთო ფართობი: 3 ჰა — 30 000 მ²
აქედან 5 500 მ²-ზე განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ისრაელის წარმოების სათბური.
სათბური აგებულია გალვანიზებული ლითონის კონსტრუქციებით და დაფარულია შვიდშრიანი ისრაელის სათბურის ფირით.
⚙️ ტექნოლოგიები და სისტემები
სათბური აღჭურვილია გათბობის, წვეთოვანი სარწყავი, ავტომატური მართვის, სავენტილაციო, გაგრილების, ტენიანობისა და ჰაერის ცირკულაციის სისტემებით.
💧 წყალი და კომუნიკაციები
ობიექტზე არის უკუ-ოსმოსის დანადგარი, რომელიც ჭაბურღილის წყალს გარდაქმნის სუფთა წყლად.
შეყვანილია ყველა აუცილებელი კომუნიკაცია: სამფაზიანი ელექტროენერგია — 50 კვტ, კანალიზაცია და 70 მ სიღრმის ჭაბურღილი, 12–15 ტონა/საათი დებიტით.
🏢 ინფრასტრუქტურა
ტერიტორიაზე განთავსებულია სამაცივრე მეურნეობა — 25 მ³, საწყობი, საყარაულო პუნქტი, საოფისე და საცხოვრებელი შენობა.
ობიექტი აღჭურვილია სათვალთვალო და დაცვის სისტემებით, ხოლო მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია ავტომატური გარე განათება.
🌱 მდგომარეობა და პოტენციალი
ამჟამად სათბური საჭიროებს მცენარეთა განახლებას, თუმცა ინფრასტრუქტურა სრულად ფუნქციურია და მზადაა სხვადასხვა სასათბურე მიმართულების გასავითარებლად — პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები, მარწყვი, მწვანილეული და სხვა კულტურები.
🚚 აქტივს მოჰყვება:
საკუთარი რეგისტრირებული ბრენდი, ორი სამაცივრე Mercedes მაცივარ-მანქანა და გადამზადებული პროფესიონალი კადრები.
🛣 ლოკაცია და განვითარება
ტერიტორიასთან ახლოს მიმდინარეობს მაგისტრალის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლოჯისტიკას და სამომავლო განვითარების პერსპექტივას.
ნაკვეთი ასევე გამოდგება სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრისთვის, მსუბუქი წარმოებისთვის, ქარხნისთვის ან აგრო-სამუშაო ცენტრისთვის.
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📱 +995 592 72 72 47
📱 +995 592 72 72 00