იყიდება სავენახე საშატოე მიწის ნაკვეთი ზემო ჟოშხაში, ამბროლაური
55,000 USD
Ambrolauri, ჟოშხა, ჟოშხა
land
🍇 იყიდება 5 000 მ² სამოსახლო/სავენახე მიწის ნაკვეთი რაჭაში, ზემო ჟოშხაში!
📍 მდებარეობა და სტატუსი:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი რაჭა, ამბროლაურის რაიონში, ჭრებალოს თემში, სოფელ ზემო ჟოშხაში.
ნაკვეთი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, სოფლის გზისპირა, კომფორტული მისასვლლით.
🌿 ხვანჭკარის მიკროზონა და აგროკლიმატი:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ღვინო „ხვანჭკარას“ მიკროზონაში.
„ხვანჭკარას“ მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს, მათ შორის ჟოშხას.
🍇 ორიგინალური, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარას“ წარმოებას განაპირობებს აგროკლიმატური პირობების ერთობლიობა, რომელიც შექმნილია გენერალური განედური მიმართულების სამხრეთული დაქანების მთისწინებზე:
– მზის სხივური ენერგია,
– სითბოს რაოდენობა,
– ზაფხულის ტემპერატურების ზომიერი დაძაბულობა,
– ადგილმდებარეობის ზომიერი დატენიანება.
📏 ძირითადი მახასიათებლები
– მიწის საერთო ფართობი: 5 000 მ².
– რელიეფი: ოდნავი ფერდობული, მსუბუქი დახრით.
– ნაკვეთი მთლიანად შემოღობილია.
🌳 ნარგავები და გამწვანება
ნაკვეთზე დგას რამდენიმე კაკლის ხე და მცირე ხეხილი, რაც დამატებით ამდიდრებს ტერიტორიას.
🛣 მისასვლელი გზა და კომუნიკაციები
ნაკვეთამდე მიდის კარგი გრუნტის გზა.
საკომუნიკაციო ქსელი (წყალი, დენი, გაზი) გადის ნაკვეთის მიმდებარედ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც საცხოვრებელი, ისე სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
📐 გამოყენების პოტენციალი:
შესაძლებელია ნაკვეთის დაყოფა ორ ნაწილად – რაც ქმნის საშუალებას, რომ ერთმა ნაწილმა შეითავსოს საცხოვრებელი ფუნქცია, ხოლო მეორემ – სავენახე ან აგრო-ტურისტული მიმართულება.
ნაკვეთი იდეალურია:
– ვენახის გაშენებისთვის,
– სამოსახლო დანიშნულებით,
– საოჯახო ღვინის წარმოებისა და მცირე აგრო-ტურისტული ობიექტის მოსაწყობად.
⛰ სიმაღლე ზღვის დონიდან
ნაკვეთი მდებარეობს დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რაც დამატებით ქმნის ხელსაყრელ მიკროკლიმატს როგორც ვაზის, ისე ხეხილის გასაშენებლად.
📞 საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: +995 592 72 72 47
ტელ: +995 592 72 72 00