იყიდება ტანსაცმლის მაღაზიის ბიზნესი თბილისში
15,000 GEL
Tbilisi
clothing_store
sell
გამარჯობა, ვყიდი მოქმედ/მზა ბიზნესს ტანსაცმლისა და აქსესუარების მიმართულებით. ბიზნესი არის სრულად გამართული და იდეალურია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ფართი (მაღაზია, შოურუმი) და სურს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება ან ახალი, დაბრენდილი მიმართულების დამატება.
რა შედის შეთავაზებაში:
სრული სასაქონლო მარაგი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.
ბრენდირებული აღჭურვილობა: მაღაზიის ლოგოიანი ხის საკიდები, კრონშტეინები, დაბრენდილი ჩანთები (ყველაფერი ვიზუალურად გამართულია და მზად არის გასაყიდად).
ციფრული აქტივები: გადაგცემთ ბრენდის ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებს (აუდიტორიითა და კონტენტით).
ბრენდინგი: სრული დიზაინერული გადაწყვეტილება (ლოგო, ვიზუალი).
რატომ არის ეს კარგი შეთავაზება?
თქვენ არ გიწევთ ბრენდინგზე, ლოგოებზე, ჩანთების შეკვეთასა თუ საკიდების ძებნაზე დროის ხარჯვა. ყველაფერი მზად არის და შეგიძლიათ, გადმობარებისთანავე დაიწყოთ გაყიდვები.
ფასი: 15,000 ლარი.
თუ გაქვთ საკუთარი სივრცე და ეძებთ საინტერესო პროდუქციას, რომელიც თქვენს მაღაზიას გაამდიდრებს, ეს იდეალური შესაძლებლობაა. დეტალებისთვის და ნივთების სანახავად დამიკავშირდით.
Teona dochviri