იყიდება თანამედროვე, სრულად გამართული და მოქმედი კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი საწარმო - საჩხერეში
1,650,000 USD
Chiatura, საჩხერე
manufacturing
sell
იყიდება თანამედროვე, სრულად გამართული და მოქმედი
კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი საწარმო — საჩხერეში
სრულად მოწყობილი საწარმო • ინფრასტრუქტურა • კომუნიკაციები • მოპოვების ლიცენზიები
იყიდება საჩხერეში სრულად გამართული, მოქმედი თანამედროვე კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი საწარმო, განვითარებული ინფრასტრუქტურით, მოპოვების ლიცენზიებითა და ყველა საჭირო კომუნიკაციით.
მიწის ნაკვეთი
• მდებარეობა: საჩხერე
• საკადასტრო კოდი: 35.04.49.462
• მიწის ფართობი: 21 391 მ²
• დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო
• ტერიტორია სრულად არის შემოღობილი მთელ პერიმეტრზე.
• ტერიტორია კეთილმოწყობილია.
საწარმო ხაზი და წარმადობა
● ტექნიკური აღჭურვილობა: ტერიტორიაზე განთავსებულია თანამედროვე, სრულად გამართული კვარცის ქვიშის რეცხვისა და გამდიდრების საწარმოო ხაზი.
● საპროექტო წარმადობა: 200,000 მ³ მზა პროდუქცია წელიწადში.
● პროდუქციის გამოყენების სფეროები: მშრალი სამშენებლო ნარევები, მინის წარმოება, ინდუსტრიული მშენებლობა.
ტერიტორია და საწარმოო ინფრასტრუქტურა
● სამანქანო გზა: მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ბეტონის საფარიანი შიდა გზა;
● დასაწყობების მოედანი: გარეცხილი და გამდიდრებული ქვიშის დასასაწყობებლად მოწყობილია 1000 მ² ბეტონის ღია მოედანი;
● ანგარის პერსპექტივა: ბეტონის მოედანზე დატოვებულია შესაბამისი კონსტრუქციული წერტილები გადახურული ანგარის შემდგომი მშენებლობისთვის;
● ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები:
o თანამედროვე საოფისე სივრცე;
o მომუშავე პერსონალისთვის განკუთვნილი ცალკე შენობა (გასახდელები, მოსასვენებელი/სასადილო სივრცე);
o ოფისის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბეტონის საფარიანი ავტოსადგომი.
კომუნიკაციები
• ელექტროენერგია;
• წყალი;
• საწარმოო პროცესისთვის მდინარის წყლის მიწოდების სისტემა;
• მდინარის წყლის მიწოდებისთვის მოწყობილი სატუმბი შენობა/სადგური.
უსაფრთხოება და კონტროლი
• ტერიტორიის სათვალთვალო კამერები;
• ცენტრალური ვიდეომონიტორინგის სისტემა;
• შესასვლელში დაცვის ჯიხური;
• დაცვის პუნქტში კამერების კონტროლის მონიტორები.
კვარცის ქვიშის კარიერები და ლიცენზიები
კარიერი ლიცენზირებული რესურსი
„იტავაზის“ კარიერი 500 000 მ³ კვარცის ქვიშა
შუქრუთის კ
caucasus