იყიდება შენობა ნაგებობა კომერციული ფართი კუმისში, გარდაბნი
Gardabani, კუმისი, კუმისი
commercial_space
🏭 იყიდება საწარმოო / სასაწყობე + სამაცივრე კომპლექსი
📍 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელი კუმისის ცენტრთან ახლოს.
ექსკლუზიურად გთავაზობთ სრულად მოწყობილ, მრავალფუნქციურ სამრეწველო და ლოჯისტიკურ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულ ლოკაციაზე — ცენტრალური მაგისტრალიდან მხოლოდ 700 მეტრში, თბილისიდან 40 წუთის სავალზე.
👉 ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული გზა. ტერიტორია არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სრულად მზად არის სხვადასხვა ტიპის საწარმოო ან სასაწყობე საქმიანობისთვის.
📐 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობი: 6 930 მ².
დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო
ტერიტორია სრულად კაპიტალურად შემოღობილია
დაცული და ორგანიზებული შიდა ინფრასტრუქტურა
🏢 შენობა-ნაგებობები
🔹 ძირითადი საწარმოო შენობა
საერთო ფართობი: 650 მ².
ჭერის სიმაღლე: 6 მეტრი
კარგად გარემონტებული, კაპიტალური ნაგებობა
ნაშენებია ნესტგაუმტარი აგურით (კედლის სისქე – 1 მეტრი)
საძირკველში შესრულებულია სპეცჩასხმა ნესტგამძლეობისთვის
გადახურვა: სიმკარებზე პეკაჟური დახურვა + ახალი თუნუქის სახურავით.
მინიჭებული აქვს ISO სტანდარტი და შეფასება.
🏭 საწარმოო ფუნქციონალი
💢 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ცხიმკომბინატი
(ცხიმის გადამამუშავებელი და დამაფასოებელი ქარხანა)
შენობაში განთავსებულია ყველა ახალი, ძვირადღირებული დანადგარი
💢 მეორე საწარმოო სივრცე გამოიყენებოდა სუნელების (მშრალი და წვნიანი აჯიკის) დამამზადებლად და დასაფასოებლად
ყველა დანადგარი არის თითქმის ახალი, იდეალურ მდგომარეობაში
❄️ სამაცივრე მეურნეობა
200 ტონიანი საყინულე მაცივარი — ფართობი 250 მ².
მოწყობილია რუსული სენდვიჩ-პანელებით, გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით
გამოიყენებოდა ხილისა და ცხიმის შესანახად
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ტემპერატურული რეჟიმის მინუსებზე გადაყვანა.
👥 ადმინისტრაციული და პერსონალის ზონა
ქალისა და მამაკაცის ცალკე საშხაპეები
დირექტორის კაბინეტი
მდივნის ოთახი
სათათბირო და მოსასვენებელი ოთახები
სტუმრის ცალკე სველი წერტილი
დაცვის ჯიხური.
🛠️ ტექნიკური მახასიათებლები
ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრები (გისოსებში)
შიდა MDF კარები
იატაკი: მეტლახი და ლამინატი
(ცხიმის საამქროში კედლები კაფელით მოპირკეთებული)
ვიდეოკამერები — შიდა
MBG Group