იყიდება „მერკური პლუსი“ — მოქმედი სამედიცინო ონლაინ ბიზნესი
Tbilisi, Saburtalo
healthcare
sell
იყიდება 2010 წლიდან მოქმედი კომპანია „მერკური პლუსი“ — სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და ონლაინ გაყიდვებზე ორიენტირებული გამართული ბიზნესი.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სამედიცინო მანეკენებს, პირველადი დახმარების ნივთებს, სიმულატორ მანეკენებს, ანატომიურ მოდელებს, სახარჯ მასალებს, ოფთალმოლოგიურ და ქირურგიულ ხელსაწყოებს, შრომის უსაფრთხოების საშუალებებს, ელექტრონულ მოწყობილობებსა და სხვა სამედიცინო პროდუქციას.
შეთავაზებაში შედის საქართველოში ამერიკული ბრენდის — PRESTAN-ის ოფიციალური წარმომადგენლობაც. PRESTAN აწარმოებს პირველადი დახმარების სასწავლო მანეკენებს, ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორებს, შესაბამის ხელსაწყოებსა და აქსესუარებს.
ბიზნესს აქვს სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია mp.com.ge, ონლაინ გადახდის შესაძლებლობა საქართველოს ბანკის სისტემით და შეკვეთების მართვის გამართული სისტემა. შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, რაც ამარტივებს ყიდვის პროცესს და ამცირებს შეკვეთის მიტოვების რისკს.
გასაყიდ პაკეტში შედის მოქმედი ონლაინ მაღაზია mp.com.ge, ონლაინ გადახდების ინტეგრაცია, შეკვეთების მართვის სისტემა, რეგისტრაციის გარეშე შეკვეთის ფუნქცია და საქართველოში PRESTAN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა.
ბიზნესი საინტერესოა სამედიცინო პროდუქციის, დისტრიბუციის, ელექტრონული კომერციისა და ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის. დეტალური პირობები შეთანხმდება დაინტერესებულ მყიდველთან.
საკონტაქტო ნომერი: 598 116 704
გიორგი