იყიდება შატო / ღვინის ქარხანა / მარანი კომერციული ფართი ოჟიოში, ახმეტა
Akhmeta, ოჟიოი, ოჟიოი
winery
🏭 თუ ქვევრის ღვინო შენი ინტერესის სფეროა...
ეს ნიშნავს, რომ შენ ეძებ ნამდვილობას და გემოს, რომელიც მოდის მიწიდან, ადამიანების შრომიდან და ქართული სტუმართმოყვარეობიდან.
ქვევრის ღვინო — ეს არის დიდი გამოცდილება, რომელსაც ხედავ, გრძნობ და სვამ.
ის არის მოგზაურობა ქართული კულტურის გულში.
„ქვევრის ღვინო — ჩვენი მიწის სულია.“
ამიტომაც გთავაზობთ გასაყიდად, ექსკლუზიური უფლებით —
ახალ ღვინის ქარხანას — ახმეტაში, სოფელ ოჟიოში,
ალავერდის მონასტერთან, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ხედებით.
✨ ახალი, არქიტექტურულად გამორჩეული მეღვინეობის კომპლექსი
ადგილი, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერით, დაუჯერებელი ხედებითა და ღვინის წარმოებისთვის იდეალური მიკროკლიმატით.
📍 ძირითადი ინფორმაცია
• მიწის საერთო ფართობი: 9 ჰექტარი
• შენობა: 1,200 მ² – სამსართულიანი (თითო სართული 400 მ²) + სახურავზე ტერასა (დასხმული ბეტონი) – 400 მ²
• ფართში არ შედის ანტრესოლური სივრცეები
• ახალაშენებული, თანამედროვე და განსხვავებული არქიტექტურა, ახალი სამშენებლო სტანდარტებით და რეგულაციებით
• მშენებლობა დასრულებული, მიმდინარე რემონტით, დასასრულებელია ფასადი, მეორე სართული არის კარკასი.
დასრულებულია ბოლომდე მარანი.
⚡ შეყვანილია მაღალი გამავლობის ყველა კომუნიკაცია:
• ჭაბურღილი: 140 მ
• ელ. ენერგია: 50 კვტ
• იქვეა ბუნებრივი აირი
• კანალიზაცია მოწყობილი
• ინტერნეტი
🔲 მოწყობილი მიწისქვეშა მარანი და საცავები
• მარანი: ჩაყრილი ქვევრებით
• ქვევრების საერთო მოცულობა: 100 ტონა
• სულ: 64 ქვევრი (სხვადასხვა ზომის)
• მუხის კასრი (Jarnac 225 ლ): 25 ცალი
🍇 ვენახი
• 6.5 ჰა (5 წლის) – იდეალურად მოვლილი
• წვეთოვანი სარწყავი სისტემებით
• მოსავლიანობა: 60 ტონა წელიწადში
• ჯიშები: 4.5 ჰა ქისი / 1 ჰა ხიხვი / 1 ჰა საფერავი
⚙️ ტექნიკური აღჭურვილობა
მეღვინეობა აღჭურვილია უახლესი ევროპული და იტალიური წარმოების ტექნიკით, მათ შორის:
• MMM 360 mo მოტორიზებული სარქველი 1/2 24V AC
• ეტიკეტირების დანადგარი FleXlebeller Evoluzione
• ჩამომსხმელი Enol Matic – 20101b1 S
• ფილტრი (Enol Matic-ის) – 20109 S
• მაღალი წნევის სარეცხი (Kärcher)
• უჟანგავი ლითონის ავზები / ლაბორატორია
• უჟანგავი ლითონის კონუსური ავზი 300 ლ – კომპლექტი
• ვაშლმჟავის